ელასტიური და რბილი იატაკები

dghdfg
dghdfg
dghdfg
dghdfg
dghdfg
dghdfg

ჩვენი კომპანიის საქმიანობის მორიგ სეგმენტს წარმოადგენს იატაკის ელასტიური და რბილი საფარები (ვინილი,ხალიჩა).

 

ელასტიური საფარი მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე დიდი წარმატებით გამოიყენება საავადმყოფოებში, სასწავლო დაწესებულებებში, სპორტულ დარბაზებში და კვების მრეწველობის ობიექტებზე.ხარისხზე გაზრდილი მოთხოვნებისდა შესაბამისად ჩვენი პარტნიორი   ფრანგული კომპანია " Gerflor"-ის ელასტიური საფარის ზედაპირი დაცულია პოლიურეთანის დამცავი ფენით PUR Protect®, , რაც უზრუნველყუფს ზედაპირის დამტებით მედეგობას მექანიკური და ქიმიური დატვირთვებისადმი. არის ცვეთამედეგი და აქვს ანტიბაქტერიული და სოკოსგან დამცავი  თვისებები. აგრეთვე აიოლებს საფარის მოვლას და არ საჭიროებს აკრილის მასტიკის გამოყენებას მთელი ექსპლუატაციის მანძილძე.თანამედროვე ელასტიურ საფარს გააჩნია აგრეთვე ანტისტატიკური თვისებები, რაც აუცილებელი პირობაა ფართებისთვის სადაც განთავსებულია დიაგნოსტიკური,ტრანსმისიური და საკონტროლო-საზომი აპრატურა. ელასტიური საფარის გამოყენების არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ იატაკით. მისი საშუალებით ხდება კედლების და კარებების დაფარვა, რაც თავისთავად აიოლებს ჰიგიენის შენარჩუნებას და იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან. გთავაზობთ 75 ტიპის განსხვავებულ კომერცილუ  საფარს, 800-ზე მეტი ფერთა გამით, რომელიც დეკორატიული გაფორმებისათვის საუკეთესო ოფციაა. ჩვენს მიერ დაგებული ელასტიური იატაკების ხარისხის გარანტიას იძლევა გამოცდილი სპეციალისტების გუნდი, რომელიც ყოველწლიურ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გადის კომპანია "Gerflor"-ის ობიექტებზე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

 

რბილი იატაკის განხრით ჩვენი პარტნიორია ფრანგული კომპანია – ”TECSOM”-ი, რომლიეც აწარმოებს სხვადასხვა მატერიისა და ხარისხის რბილ იატაკებს, თანამედროვე და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს სახლების, სასწავლო დაწესებულებების, სასტუმროებისა და სხვადასხვა კომერციულ არეალებისათვის.

 

“TECSOM” -ის მიერ წამოებული რბილი იატაკი აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს. არ იცვლის ფორმას და ფერს მთელი მისი ექსპლოატაციის პერიოდში, მარტივია მოსავლელად, გამოირჩევა ამტანიანობით და გამართლებულია მისი გამოყენება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
რბილი იატაკი კარგა ახშობს ხმას და ქმნის როგორც ესთეტიურად სასიამოვნო ასევე კომფორტულ გარემოს. დიზანი და ფერთა გამა ყველაზე პრეტენზიულ გემოვნებასაც კი დააკმაყოფილებს.