პოლიმერული იატაკები

პოლიმერული იატაკები

dghdfg
dghdfg
dghdfg
dghdfg
dghdfg
dghdfg

 

სამრეწველო იატაკების ერთ-ერთი მიმართულებაა პოლიმერული დასასხმელი იატაკები. პოლიმერული იატაკის საფარი პასუხობს ყველა მოთხოვნას, რომელიც თანამედროვე სამრეწველო იატაკებს წაეყენება:

- ცვეთამედეგობა
- ქიმიური მედეგობა
- არ მტვერდება
- მრავალფეროვანი ფაქტურა
- ჰიგიენურობა
- ეკოლოგიურობა
- ანტისტატიკურობა

ამ თვისებების გამო ეპოქსიდურ იატაკებზე ყველაზე დიდი  მოთხოვნაა საწარმოო სათავსებში (მათ შორის კვების, ქიმიურ, ელექტროტექნიკურ საწარმოებში), საწყობებში, ავტოფარეხებში, საავადმყოფოებში,ავტოსადგომებზე.

ეპოქსიდური იატაკები სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, უსუნოა, ამიტომ ამ სახის იატაკი გამოიყენება სამკურნალო დაწესებულებებში, სკოლებში და საბავშვო ბაღებში..

ამ ტიპის იატაკები ბოლო დროს სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს შიდა დიზაინის გადაწყვეტაში, ოფისების, კორიდორების და საცხოვრებელი ფართების მოწყობაში.

ჩვენს მიერ დასხმული პოლიმერული იატაკების ხარისხის გარანტიას იძლევა გამოცდილი სპეციალისტების გუნდი,რომელიც ყოველწლიურ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გადის გერმანიის ქალაქ ოისკირხენში ჩვენი პარტნიორი კომპანიის ROMEX-ის სათაო ოფისში.

პოლიმერული იატაკების დასხმის წინაპირობას წარმოადგენს მაღალ დონეზე დამუშავებული მოჭიმული იატაკი (”სტიაჟკა”).

თქვენთვის ზედმეტი ხარჯების აცილების მიზნით სასურველია, რომ ჩვენმა ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებმა მიიღონ მონაწილეობა  ობიქტის დაგეგმარებაში, იატაკის მოჭიმვასა და მისი ზედაპირის დამუშავებაში.